დრო მოვიდა, ყველამ მკაცრად აგოს პასუხი სახელმწიფო ღალატისათვის

კითხვა მაქვს, საქართველოს მთავრობასთან – ქვეყნის წინააღმდეგ “ლობიზმი”, საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანება, უცხო ქვეყნის წარმომადგენლების, მიზანმიმართული ჩართვა შიდა საქმეებში, ვერ აკმაყოფილებს სამშობლოს ღალატის მუხლს?!- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, -ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, საიდანაც ირკვევა, რომ „ნაცმოძრაობამ“ ლობისტური კომპანია „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა, ასევე შემოწირულობებს იღებდა კონგრესმენი ჯო უილსონიც.
ქადაგიძის თქმით, დრო მოვიდა, რომ ყველამ მკაცრად აგოს პასუხი ქვეყნის ღალატისთვის.
„”307¹ მუხლი – სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან/და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.”
კითხვა მაქვს, საქართველოს მთავრობასთან – ქვეყნის წინააღმდეგ “ლობიზმი”, საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანება, უცხო ქვეყნის წარმომადგენლების, მიზანმიმართული ჩართვა შიდა საქმეებში, ვერ აკმაყოფილებს სამშობლოს ღალატის მუხლს?!
მგონი დრო მოვიდა, ყველამ მკაცრად აგოს პასუხი სახელმწიფო ღალატისათვის და ზოგადად, რატომაც დაბრუნდა ეს მუხლი, ქართულ სამართლებრივ სივრცეში, პროპორციულად ამოქმედდეს!“-წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს