“დროს ორგანულად ვანაწილებ, რომ გითხრა, რაღაც განსაკუთრებული მექანიზმი მაქვს შემუშავებული, მოგატყუებ” – ლიკა ევგენიძე დედობასა და კარიერაზე – Marao

ევგენიძეების ოჯახს საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. მ მუსიკალური კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში. მაყურებლისთვის საყვარელი ტელესახეა მისი ქალიშვილი ლიკა ევგენიძეც, რომელიც უმშვენიერესი ქართველი მსახიობის, ს შვილიშვილია.
„ცხოვრებაში სულ რომ არაფერი არ გამეკეთებინა, მარტო ამ მშვენიერების შესაქმნელად ღირდა, დავბადებულიყავი… რა ლამაზი შვილი მყავს“, – წერდა დათო ევგენიძე ქალიშვილის შესახებ.
· ლიკა ევგენიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს ბიძაშვილზე, ნიკა ალასანიაზე იყო დაქორწინებული. წყვილი წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და ორ შვილს ზრდიდა. ლიკა ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „სხვა შუადღის“ თანაწამყვანი იყო, შემდეგ კი ისევ ამერიკაში ბრუნდებოდა.
მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილები, ნიკოლოზი და გიორგი, საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც წარმატებულ და ლამაზ ქართველ ქალებზე იქორწინეს.
ნიკა ალასანიამ და ლიკა ევგენიძემ 2011 წელს იქორწინეს და ჯვარი თბილისში, მამადავითის ეკლესიაში დაიწერეს.
გრანდიოზული ქორწილი მთაწმინდის პარკში გადაიხადეს. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე ნინი ბადურაშვილი გახლდათ. ქორწილს ესწრებოდა მაშინდელი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც. რამდენიმეწლიანი ქორწინებისა და ორი შვილის დაბადების შემდეგ, 2017 წელს, ლიკა საქართველოში დაბრუნდა.
· “ვერ გაიგებ, როდის მოდის და როდის მიდის ის ემოცია, რომელსაც გრძნობას ვეძახით. ცხოვრობს ორი ადამიანი, არსებობს მათ შორის კავშირიც, სიახლოვეც, მეგობრობაც და პატივისცემაც, მაგრამ ის, “რაღაც სხვა”, ქრება. ჩვენი ცხოვრების ეს ეტაპიც დამთავრდა და ასე გადავწყვიტეთ,“ – ამბობდა ლიკა ევგენიძე.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლიკა ევგენიძეს ურთიერთობა მუსიკოს ნიკა კოჩაროვთან ჰქონდა. ლიკა და ნიკა უკვე წლებია, ერთად არიან და ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისინი პირველს საერთო შვილს ელოდებიან.
ამჯერად ლიკამ თაკო ჩხეიძის რუბრიკაში „შენი დრო“ მიიღო მონაწილეობა, სადა დედობის შესახებ ისაუბრა და მოჰყვა, როგორ ანაწილებს დროს ოჯახსა და სამსახურს შორის.
„ახალი სფეროები გაიხსნა ჩემს ტვინში, რომლებიც არ ვიცოდი, რომ იყო. ორსულობის დროს რაღაც უჯრედები იხსნება გონებაში და სულ რაღაც შ გაქვს. აი, ეს ღელვა შემოვიდა და არასდროს არ მიდის. სადღაც ქვეცნობიერშია და არ მთავრდება…
დროს ორგანულად ვანაწილებ, რომ გითხრა, რაღაც განსაკუთრებული მექანიზმი მაქვს შემუშავებული, მოგატყუებ. დილით გაღვიძება არ მიყვარს. ვცდილობ, დღე დავგეგმო ცოტა გვიან. დილა მჭირდება იმისთვის, რომ საკუთარ თავს დავუთმო, ენერგიას აკუმულაცია გავუკეთო და შემდეგ უკვე მქონდეს რესურსი, საქმეები ვაკეთო. რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ძალიან მიყვარს“, – აღნიშნა ლიკამ.

ასევე დაგაინტერესებთ