„დრონების კოალიციამ“ უკრაინას თავდაცვის ძალებისთვის სადაზვერვო დრონების შესაძენად 20 მილიონი ევრო გამოყო

„დრონების კოალიციაში“ შემავალმა პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ტაქტიკური დონის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვისთვის საერთო ფონდიდან 20 მილიონი ევრო გამოეყოთ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება სამ თვეშია მოსალოდნელი.
თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ თებერვალში „დრონების კოალიციამ“ გამოაცხადა მესამე საერთაშორისო ტენდერი მრავალროტორიანი სადაზვერვო დრონებისთვის. მასში მონაწილეობა უკვე მეორედ შეძლეს უკრაინელმა დეველოპერებმა. სატენდერო განაცხადის ვადა უკვე დასრულდა და შერჩევის პირველი ეტაპი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, „დრონების კოალიცია“ შეიქმნა 2024 წლის თებერვალში „რამშტაინის“ ფორმატში გამართული მე-19 შეხვედრის დროს. მისი ჩამოყალიბების იდეა ლატვიას ეკუთვნის. ამჟამად, ლატვია, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, კოორდინაციას უწევს ინიციატივის მუშაობას. კოალიცია 18 ქვეყანას აერთიანებს: ლატვიას, გაერთიანებულ სამეფოს, ავსტრალიას, ჩეხეთს, ს, საფრანგეთს, ესტონეთს, იტალიას, ახალი ზელანდიას, კანადას, ლიეტუვას, ლუქსემბურგს, ნიდერლანდებს, ნორვეგიას, პოლონეთს, გერმანიას, შვედეთსა და ს.