დროა ევროპის ცალკეული დედაქალაქების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გადახედონ სუვერენულ და თავისუფალ საქართველოსთან ურთიერთობის სტრატეგიას, სხვაგვარად თავად დაზიანდებიან

დროა ევროპის ცალკეული დედაქალაქების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გადახედონ სუვერენულ და თავისუფალ საქართველოსთან ურთიერთობის სტრატეგიას, სხვაგვარად თავად დაზიანდებიან
ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი და მისი ცალკეული კოლეგები ვერ აცნობიერებენ, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანაში პარლამენტის თავმჯდომარის წერილებს უნდა უპასუხო და ძალადობა უნდა დაგმო, როცა ევროგრანტების ცალკეული ბენეფიციარები სჩადიან ამას. საქართველო აღარაა ის სახელმწიფო, სადაც ზემოდან უნდა უყურებდე მის ხელისუფლებას და აიგნორებდე კომუნიკაციას. ამგვარი მახინჯი მიდგომით ვერცერთი დასავლელი დიპლომატი ვერ მოიპოვებს მასპინძელი ხალხის კეთილგანწყობას – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, დროა ევროპის დედაქალაქებმა სერიოზულად გადახედონ საქართველოსთან ურთიერთობის სტრატეგიას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ზიანი თავადვე მიადგებათ.
„ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი და მისი ცალკეული კოლეგები ვერ აცნობიერებენ, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანაში პარლამენტის თავმჯდომარის წერილებს უნდა უპასუხო და ძალადობა უნდა დაგმო, როცა ევროგრანტების ცალკეული ბენეფიციარები სჩადიან ამას. საქართველო აღარაა ის სახელმწიფო, სადაც ზემოდან უნდა უყურებდე მის ხელისუფლებას და აიგნორებდე კომუნიკაციას. ამგვარი მახინჯი მიდგომით ვერცერთი დასავლელი დიპლომატი ვერ მოიპოვებს მასპინძელი ხალხის კეთილგანწყობას.
დროა ევროპის ცალკეული დედაქალაქების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გადახედონ სუვერენულ და თავისუფალ საქართველოსთან ურთიერთობის სტრატეგიას, სხვაგვარად თავად დაზიანდებიან.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მორიგი წერილით მიმართა ევროპელ დიპლომატს და კვლავ ხაზგასმით აღნიშნა:
– ხელისუფლების მრავალჯერადი მოწოდების მიუხედავად, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღისა და ძალადობის გამოვლინებისაგან დისტანცირებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯგუფებისაგან მომდინარეობს.
– ევროკავშირის დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს ტერმინების დამკვიდრება, როგორიცაა „არალეგიტიმური“ და „თვითგამოცხადებული“ პარლამენტი და მთავრობა, რაც ექსტრემიზმია.“ – წერს აბაშიძე.
Next: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს და N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორ გაგა მკურნალიძეს ბრალდება წარედგინა

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით