“დროა, ევროკავშირმაც მიბაძოს” – ლექსმანი Megobari Act-ზე

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ წარდგენილ Megobari Act-ს ეხმაურება და წერს:
“სამწუხაროა, მაგრამ გამართლებულია, რომ ჩვენი მოკავშირეები ამ ნაბიჯს დგამენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უთხრის ძირს. დროა, ევროკავშირმაც მიბაძოს,” – წერს ლექსმანი.