„დროას“ წევრი მარიამ სიჭინავა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ხალათით და ჩუსტებით მივიდა

კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი, მარიამ სიჭინავა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც მისი პროცესი გაიმართა, ხალათით და ჩუსტებით მივიდა. საქმე მარიამ სიჭინავას მიერ ბალაკლავას ტარებას ეხებოდა.
ზუგდიდის სასამართლოს მოსამართლემ ბალაკლავას ტარების ფაქტზე სიჭინავა 2000 ლარით დააჯარიმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი პიროტექნიკის გამოყენების ორ, ხოლო ბალაკლავას ტარების ექვს ეპიზოდშიც ცნო სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000 ლარი დააკისრა.
რაც შეეხება პარტია „დროას“ კიდევ ერთ წევრს, შუშანა მაცაბერიძეს, ის ს დროებითი მოთავსების იზოლატორს 12 დღიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დატოვებს.
ცნობისთვის, 16 იანვარს, ზუგდიდში, აქციაზე პიროტექნიკის გასროლისთვის აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა მაშინ დააკავეს, როდესაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები იკრიბებოდნენ.