სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS), დოპინგის გამო, რუს მოციგურავე კამილა ვალიევას 4 წლით სპორტულ ღონისძიებებში ასპარეზობა აუკრძალა.
ვალიევას ანალიზში 2021 წლის დეკემბერში აკრძალული ნივთიერება ტრიმეტაზიდინი აღმოაჩინეს. ამის შესახებ მსოფლიო სპორტული საზოგადოებისთვის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების შემდეგ გახა ცნობილი. ოლიმპიადაზე რუსმა მოციგურავემ ოქროს მედალი მიიღო.
რუსული მხარის გადაწყვეტილებით ვალიევას მხოლოდ რუსეთის ჩემპიონის ტიტული ჩამოერთვა. გადაწყვეტილება მოგვიანებით CAS-ში მსოფლიოს დოპინგის საწინააღმდეგო სააგენტომ (WADA) გაასაჩივრა.
ვალიევას ადვოკატების თქმით სპორტსმენის ბაბუას გულის სერიოზული პრობლემები აქვს და ტრიმეტაზიდინს რეგულარულად მოიხმარს. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ სპორტსმენის სისხლში დოპინგი ბაბუის დაუდევრობით მოხვდა.
ოლიმპიური ოქროს გარდა ვალიევას ჩამოერთმევა რუსეთისა და ევროპის ჩემპიონის ტიტული.
დაკარგავს თუ არა რუსეთის მოციგურავეთა ნაკრები 2022 წლის ოლიმპიადის გუნდურ პრიზებს ამ ეტაპზე უცნობია.