დონჩიჩი და ანტეტოკუნმპო „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის გამოკითხვას ლიდერობენ

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩი და „მილუოკი ბაქსის“ ფორვარდი იანის ანტეტოკუნმპო ლიდერობენ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) „ყველა ვარსკვლავის“ მატჩზე ფანების გამოკითხვას.
დონჩიჩი სათავეში უდგას რეიტინგს დასავლეთ კონფერენციაში – სლოვენიელმა 2 229 811 ხმა მიიიღო. აღმოსავლეთი კონფერენციის ლიდერმა ანტეტოკუნმპომ 2 092 284 ხმა დააგროვა.
„ყველა ვარსკვლავის მატჩზე“ შემადგენლობების დაკომპლექტებისას 50 პროცენტი წილი მოდის ფანების გამოკითხვაზე, 25-25 პროცენტი NBA-ს მოქმედ კალათბურთელებსა და პრესის წარმომადგენლებზე.