დონჩიჩის და ირვინგის შოუ – “დალასმა” “მინესოტას” პირველი მატჩი მოუგო [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში “მინესოტა ტიმბერვულზმა” “დალას მავერიქსს” უმასპინძლა და 105:108 დამარცხდა.
სტუმართა რიგებში ლუკა დონჩიჩმა 33 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა.
ტეხასელთა მეორე ლიდერმა კაირი ირვინგმა 30 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა.
“მინესოტადან” ჯეიდენ მაკდენიელსმა თავი 24 ქულით, 3 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
“ტიმბერვულზის” ლიდერმა ენტონი ედვარდსმა 19 ქულა, 11 მოხსნა, 8 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ამრიგად, სერიაში “დალას მავერიკსი” დაწინაურდა, გუნდებს შორის მორიგი
შეხვედრა 25 მაისს, კვლავ მინეაპოლისში გაიმართება.