დონის როსტოვის საგამოძიებო იზოლატორში ბრალდებულებმა მძევლად აიყვანეს თანამშრომლები

ს ქალაქ დონის როსტოვის პირველ საგამოძიებო იზოლატორში მყოფმა რამდენიმე ბრალდებულმა 16 ივნისს მძევლად აიყვანა ორი თანამშრომელი და საპატიმროს დატოვების საშუალებას მოითხოვდნენ. გავრცელდა ცნობა, რომ ისინი დახოცეს.
ცნობა თავიდან გაავრცელა სასჯელაღსრულების უწყებამ, რომელიც იტყობინებოდა, რომ ვითარება კონტროლის ქვეშაა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება პირებთან, რომლებმაც მათი საკნის ფანჯრის გისოსის ამოღება და სამორიგეო ნაწილში შესვლა მოახერხეს. იქ მათ აიყვანეს მძევლები.
სააგენტო რია ნოვოსტი იტყობინებოდა სასჯელაღსრულების ცენტრის მახლობლად სროლის ხმის შესახებ.
Reuters-ი ავრცელებს ცნობას რუსეთის სააგენტო INTERFAX -ზე დაყრდნობით, რომ პატიმრები, რომლებმაც მძევლები აიყვანეს დახოცეს.
ცნობილია ვინაობა ექვსიდან ხუთი პირისა, რომლებმაც მძევლები აიყვანეს. ხუთივე გასამართლებულია ტერორისტულ ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისა და ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში მონაწილეობის გამო და ხანგრძლივი პატიმრობა აქვთ მისჯილი.
ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში, ისინი ავტომანქანას და გასვლის საშუალებას ითხოვდნენ. თავდამსხმელები შეიარაღებული იყვნენ ცივი იარაღით.

ასევე დაგაინტერესებთ