დონეცკზე იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა

დონეცკში განხორციელებული იერიშის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი დაიჭრა. ამის შესახებ ტასი და „რია ნოვოსტი“ იტყობინებიან. დარტყმა განხორციელდა რესტორან Paradise-ზე. რესტორანი მდებარეობს ხიდის მახლობლად, სადაც უნდა დაწყებულიყო „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის 10 წლისთავისადმი“ მიძღვნილი ავტორბოლა.
ს ტელეგრამის არხები წერენ ხუთი დაღუპულისა და ექვსი დაშავებულის შესახებ და აფეთქებების პირველი წუთების კადრებს აქვეყნებენ.
ძირითადი ვერსიით, დარტყმა განხორციელდა რაკეტებით, რომლებიც ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-იდან გაუშვეს.
უკრაინის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია დონეცკზე იერიშის შესახებ.