დონალდ ტუსკი – უკრაინა, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან, ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო პოლონეთს, ვინც ამ ჭეშმარიტებას ეჭვქვეშ აყენებს, ხელს უწყობს პუტინის ტრიუმფს

სუვერენული, პროდასავლური , რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან, ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო პოლონეთს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
„პოლიტიკურ არეულობასა და მზარდ ქაოსში ეს არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ვინც ეჭვქვეშ აყენებს ამ აშკარა ჭეშმარიტებას, ხელს უწყობს პუტინის ტრიუმფს. გასაგებია?“ – წერს ტუსკი.
ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, პაველ ვრონსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების დაპაუზების გადაწყვეტილება მოკავშირეებთან კონსულტაციის და მათი ინფორმირების გარეშე მიიღო.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ეს წინადადება შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს – გადაწყვეტილება მიღებულია ნატო-ელ მოკავშირეებთან ან „რამშტაინის“ ჯგუფთან კონსულტაციების, ან მათი ინფორმირების გარეშე“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: თქვენ ხართ ახალი საქართველოს, ახალი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მესაძირკვლე თქვენს გუნდთან ერთად და აგრძელებთ იმ დიდ გზას, რომელიც ჩვენმა დიდმა ერისკაცმა, ბიძინა ივანიშვილმა დასახა

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ახალგაზრდული ჯგუფები – 29 ივნისს გელოდებით პარლამენტთან – მნიშვნელოვანია, მთელ საქართველოს და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვართ ბევრი, რომ არ შევშინდებით და არ დავნებდებით