პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით უამრავი რაოდენობის და ფორმატის შეხვედრა იმართება, თუმცა შეხვედრების რაოდენობა პროგრესს არ იწვევს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია TVP Info-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როგორც ცნობილია, უკრაინის საკითხისადმი მიძღვნილი ასეთი შეხვედრები, სამიტები, ვიდეო-კონფერენციები და ვიზიტები მართლაც ძალიან ბევრია. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ძალიან ბევრიც კი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეხვედრების რაოდენობა პროგრესს არ იწვევს. ჩემი ზოგადი შენიშვნაა, არ გავგიჟდეთ, თუ იქნება 56 სამიტი და ვიდეოკონფერენცია, მაშინ მშვიდობა უფრო სწრაფად მოვა“, – აღნიშნა ტუსკმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ სურს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ძალისხმევის გაუფასურება, რადგან, მისი თქმით, ეს ძალისხმევა ნამდვილად სასარგებლოა.
ტუსკმა ბრიუსელში განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე პარიზში, მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე პოლონეთი წარმოდგენილი იქნება. ამასთან, მან არ დააკონკრეტა, ჩავა თუ არა საფრანგეთში პირადად.
