დონალდ ტუსკი – სახელმწიფო დაცვის სამსახურმა გაანეიტრალა დრონი, რომელიც სამთავრობო შენობების თავზე მოქმედებდა – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ვარშავის თავზე მფრინავი დრონი გაანეიტრალა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ბელარუსის ორი მოქალაქე დააკავა.
„ცოტა ხნის წინ სახელმწიფო დაცვის სამსახურმა გაანეიტრალა დრონი, რომელიც სამთავრობო შენობებისა და ბელვედერის თავზე მოქმედებდა. დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე. პოლიცია ინციდენტთან დაკავშირებულ გარემოებებს იძიებს“, – წერს ტუსკი X-ზე.
შეგახსენებთ, 10 სექტემბრის ღამეს, პოლონეთის საჰაერო სივრცე სულ მცირე 19 რუსულმა დრონმა დაარღვია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბელარუსიდან შეფრინდა. დრონების მოგერიებაში, პოლონური თვითმფრინავების გარდა, ნატო-ს სხვა ქვეყნების გამანადგურებლებიც ჩაერთნენ. დრონის ნამსხვრევებმა ბელარუსისა და უკრაინის საზღვართან ახლოს საცხოვრებელი შენობა დააზიანა. მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია