დონალდ ტუსკი – პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე უნდა წარიმართოს

პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე უნდა წარიმართოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„უკრაინულ მხარესაც ესმის, რომ უმჯობესია ეს მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე წარიმართოს, რათა მთავრობის სხდომას სიმბოლური მნიშვნელობა არ ჰქონდეს – ჩვენ ხომ ურთიერთობებში სიმბოლიზმი არ გვჭირდება. მთელი მსოფლიო ხედავს იმას, თუ რამდენად მტკიცედ გვაქვს უკრაინის დახმარება გადაწყვეტილი და სოლიდარობის დამატებითი ჟესტები საჭირო არ არის“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა,.
დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საზღვარზე შექმნილი სიტუაციის შესახებ მთავრობის სხდომა 28 მარტს ვარშავაში გაიმართება.
„ჩვენ ბაზრისა და სოფლის მეურნეობის საკითხების შესახებ კონკრეტული წინადადებები გვჭირდება. ეს კეთილგანწყობის გამოვლენას არა, მაგრამ შრომას მოითხოვს“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ტუსკის თქმით, გამოსავლის მოსაძებნად ტექნიკური მოლაპარაკებები ევროკავშირის დონეზეც არის საჭირო და ამის განსახილველად იგი 23 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ სთან მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს, თუმცა არის ინტერესთა სხვაობა. ჩვენ, როგორც კიევს, ისე ბრიუსელს დავარწმუნებთ, რომ სიტუაციის შესახებ პოლონეთის ხედვას დაეთანხმონ“, – განაცხადა ტუსკმა.
ცნობისთვის, გუშინ, მ დონალდ ტუსკს პოლონელი ფერმერების პროტესტის შედეგად წარმოქმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე შეხვედრა შესთავაზა.

ასევე დაგაინტერესებთ