დონალდ ტუსკი – ევროკავშირი უკრაინით არ დაიღალა, მაგრამ დაიღალა ვიქტორ ორბანით

ევროკავშირი უკრაინით არ დაღალა, მაგრამ დაიღალა თ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებს ევროკავშირის სპეციალური სამიტის დაწყებამდე განუცხადა.
„ჩვენ ბევრი პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ და, რა თქმა უნდა, დღეს უკრაინის გარშემო ჩვენი ერთიანობა უნდა გავაძლიეროთ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანის ეგოისტური თამაშის გაგებას ვერ ახერხებს და ახლა უკრაინის საკითხის შესახებ კომპრომისის დრო და ადგილი არ არის.
„ვიქტორ ორბანის გადასაწყვეტია, არის თუ არა უნგრეთი ჩვენი საზოგადოების ნაწილი. ეს შავ-თეთრი ამბავია. ინტუიცია მეუბნება, რომ ჩვენ ვიპოვით ძლიერ არგუმენტებს, რათა ორბანი საბოლოოდ დავარწმუნოთ“, – აღნიშნა ტუსკმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა, გასულ შაბათს განაცხადა, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ბუდაპეშტმა ევროკავშირს კომპრომისული შეთანხმება გაუგზავნა.