დონალდ ტუსკი – ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები გლობალური კონფლიქტის რეალურ საფრთხეზე მიანიშნებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები გლობალური კონფლიქტის რეალურ საფრთხეზე მიანიშნებს.
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტუსკმა ამის შესახებ პოლონეთის მასწავლებელთა პროფესიული კავშირის ყრილობაზე განაცხადა.
„მიჭირს არ ვთქვა რამდენიმე ფუნდამენტური სიტყვა არსებულ ვითარებაზე, რადგან ეს არის ისტორიული სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ყველანი აღმოვჩნდებით: თქვენ, სტუდენტები, მშობლები, პოლონეთი, ევროპა“, – აღნიშნა ტუსკმა.
მისი თქმით, ომი ახლა გადამწყვეტ ფაზაშია და ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები აჩვენებს, რომ საფრთხე ნამდვილად სერიოზული და რეალურია გლობალური კონფლიქტის თვალსაზრისით.
„ომი აღმოსავლეთში გადამწყვეტ ფაზაში შედის. ეს ყველამ ვიცით. არცერთმა ჩვენგანმა არ იცის, როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი, მაგრამ ვიცით, რომ ის ახლა ძალიან დრამატულ ზომებს იღებს. ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები აჩვენებს, რომ ეს საფრთხე მართლაც სერიოზული და რეალურია გლობალური კონფლიქტის თვალსაზრისით“, – განაცხადა ტუსკმა.
შეგახსენებთ, ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ დნიპროზე იერიში ახალი რუსული საშუალო მანძილზე მოქმედი „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტით მიიტანა. მან ასევე დაადასტურა, რომ მ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ATACMS-ის და Storm Shadow-ის რაკეტები გამოიყენა და პირობა დადო, რომ რუსეთი ამას გადამწყვეტად და სარკისებურად უპასუხებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია