დონალდ ტრამპ უმცროსი გრენლანდიას ეწვევა

დონალდ ტრამპ უმცროსი გრენლანდიას ეწვევა, – ამის შესახებ -ის არჩეული პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
“გრენლანდია საოცარი ადგილია და მისი ხალხი დიდ სარგებელს მიიღებს თუ, და როდესაც, იგი ჩვენი ქვეყნის ნაწილი გახდება. ჩემი შვილი, დონ უმცროსი და სხვა წარმომადგენლები იქ გაემგზავრებიან, რათა დიდებული ადგილები და ღირსშესანიშნაობები მოინახულონ. ჩვენ მას ბოროტი გარე სამყაროსგან დავიცავთ. დავუბრუნოთ გრენლანდიას დიდება. MAGA!”, – წერს .
გრენლანდიაში დონალდ ტრამპ უმცროსის ვიზიტი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ოფიციალური არ არის.
შეგახსენებთ, დეკემბერში -ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიაზე „საკუთრების უფლება და კონტროლი აშშ-სთვის აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს“. დონალდ ტრამპის განცხადებას გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი, მუტე ეგედე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება.

ასევე დაგაინტერესებთ

საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი, რომელმაც შესაბამის სამსახურებს, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა კვებისთვის, 24 177.3 კგ ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი მიაწოდა

თამო კეშელავა: ჯარისკაცებს და პოლიციელებს წამლავთ, ბავშვებს ბაღის ფულს პარავთ, სკოლები დაანგრიეთ და არ შენდება, სამხარაული გაგინიავებიათ, უნივერსიტეტებს აუქმებთ, პარლამენტის შენობას ყიდით და რაც გამომრჩა, ყველაფერში ხელი გაქვთ ჩაყოფილი…