დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს

-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით
ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს.
-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის დაწყებამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
„როგორც ჩანს, პუტინმა არ იცის, თუ როგორ გავიდეს ამ ომიდან“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები