დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის დეპარტამენტს „ომის დეპარტამენტი“ ერქმევა

-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის დეპარტამენტს „ომის დეპარტამენტი“ ერქმევა.
„ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო შესაფერისი სახელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ სად არის ამჟამად მსოფლიო. ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები“, – განაცხადა ტრამპმა ბრძანების ხელმოწერამდე.
თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, რომელიც პრეზიდენტთან ერთად ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ სახელის შეცვლა „მხოლოდ სახელის შეცვლას არ ეხება, არამედ აღდგენას“.
ჰეგსეთმა დასძიმა, რომ ქვეყანა „მეომრებს აღზრდის და არა მხოლოდ დამცველებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანკა კალატოზიშვილი: კაცი აცაბაცა [უცნობი] აუცილებლად უნდა მოვიდეს სასამართლოში და მათივე ახალი კანონით აქეთ დამიმტკიცოს ის ცილისწამება, რომელიც მე ძალიან დიდ მორალურ ზიანს მაყენებს (ვიდეო)

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას