დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები 47%-მდე შეამცირა

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები 47%-მდე შეამცირა, – ინფორმაციას Reuters-ი -ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე დაყრდნობით ავრცელებს.
ს განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრა „შესანიშნავი“ იყო.
მისი თქმით, აშშ-ში ფენტანილის შეტანის გამო ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები 10%-ით შეამცირა, რის შედეგადაც, სულ, ჩინეთის წინააღმდეგ 57%-იანი ტარიფების ნაცვლად, 47%-იანი ტარიფები იმოქმედებს.
„როგორც იცით, ჩინეთს 20%-იანი ტარიფი დავუწესე ფენტანილის შემოტანის გამო, რაც დიდი ტარიფია. მე ეს 10%-ით შევამცირე“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.
ამასთან, ტრამპის ცნობით, სი ძინპინთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია, რომლის გაფორმებაც მალე მოხდება.
„ვფიქრობ, ხელს საკმაოდ მალე მოვაწერთ, თუ სერიოზული დაბრკოლებები არ წარმოიქმნება. ეს ერთწლიანი შეთანხმებაა, რომელიც ერთი წლის შემდეგ გახანგრძლივდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით