აშშ-ის პრეზიდენტმა რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის დღეს, მზის ჩასვლამდე აშშ-ის დროშების სანახევროდ დაშვების ბრძანება გასცა. მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
“მისი უწმინდესობის პაპ ფრანცისკეს ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, ჩემთვის, როგორც აშშ-ის პრეზიდენტისთვის, კონსტიტუციითა და აშშ-ის კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, ვბრძანებ, აშშ-ის დროშების სანახევროდ დაშვებას თეთრ სახლსა და ფედერალური მთავრობის ყველა სახელმწიფო შენობასა და ტერიტორიაზე, კოლუმბიის ოლქში, აგრეთვე მთელ შეერთებულ შტატებსა და მის ყველა ტერიტორიასა თუ საკუთრებაზე მდებარე სამხედრო საგუშაგოებსა და საზღვაო სადგურებზე, საზღვაო ძალების გემებზე, დაკრძალვის დღეს, მზის ჩასვლამდე.
აგრეთვე ვბრძანებ, იმავე დროის განმავლობაში დროშები სანახევროდ იყოს დაშვებული აშშ-ის ყველა საელჩოში, დიპლომატიურ მისიაში, საკონსულოსა და უცხოეთში მდებარე ყველა ობიექტზე, სამხედრო ობიექტებისა და საზღვაო ძალების გემებისა და სადგურების ჩათვლით”, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი პლატფორმა Truth Social-ზე.
ფორუმი
