დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პემ ბონდი წარადგინა

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორი, პემ ბონდი -ის გენერალური პროკურორის კანდიდატად დაასახელა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„პემი თითქმის 20 წელი იყო პროკურორი, სადაც ის ძალიან მკაცრი იყო მოძალადე კრიმინალების მიმართ და ქუჩები უსაფრთხო გახადა ფლორიდის ოჯახებისთვის. შემდეგ, როგორც ფლორიდის პირველი ქალი გენერალური პროკურორი, ის მუშაობდა მომაკვდინებელი ნარკოტიკების ტრეფიკინგის შესაჩერებლად და ფენტანილის ჭარბი დოზით სიკვდილის ტრაგედიის შესამცირებლად, რამაც გაანადგურა მრავალი ოჯახი ჩვენს ქვეყანაში!” – წერს ტრამპი Truth Social-ში.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მეტ გეცმა, რომელიც -ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, კანდიდატურა მოხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილის მეუღლე – ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს სიყვარული აუხსნას – რაზეც პროცესზე თავად ისაუბრა, ჩემთვის დამაჯერებელია, არ მჯერა შეთქმულების თეორიების

გიორგი ბურჯანაძე – აქციებზე უსაშინლესი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული, რამდენჯერმე ლამის გავითიშე, ყელის, თვალების წვას აღარ ვამბობ, ჩემი ჯანმრთელობა შეიცვალა – ივანიშვილის რაზმებმა ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს!