აშშ-ის პრეზიდენტმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზას სამშვიდობო გეგმა წარადგინა.
ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.
გეგმა რამდენიმე პუნქტისგან შედგება, რომელთა შორისა, რომ ისრაელი არ მოახდენს ღაზის ანექსიას ან ოკუპაციას; არავის აიძულებენ, დატოვოს ღაზა, წასვლის სურვილის შემთხვევაში თავისუფლად შეძლებენ ღაზის დატოვებას და თავისუფლად შეძლებენ უკან დაბრუნებას; შეიქმნება ტრამპის ეკონომიკური განვითარების გეგმა ღაზის აღსადგენად; ისრაელის მიერ წინადადების მიღებიდან 72 საათის განმავლობაში ყველა დარჩენილი მძევალი დაუბრუნდება ისრაელს, მათ შორის გარდაცვლილების ცხედრებიც, აშშ დაამყარებს დიალოგს ისრაელსა და პალესტინელებს შორის „მშვიდობიანი და აყვავებული თანაარსებობის პოლიტიკური პერსპექტივების შესახებ შეთანხმების მისაღწევად“; აშშ არაბულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს დროებითი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების შესაქმნელად, რომლებიც დაუყოვნებლივ განთავსდებიან ღაზაში; „ჰამასის“ წევრებს, რომლებიც ვალდებულებას იღებენ მშვიდობიანი თანაარსებობაზე და განიარაღდებიან, მიენიჭებათ ამნისტია; ყველა მძევლის გათავისუფლების შემდეგმ ისრაელი გაათავისუფლებს 250 პირს, რომელთაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი, ასევე 1 700 პირს, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავეს; დახმარების შეტანა და განაწილება განხორციელდება ორივე მხარის ჩარევის გარეშე გაეროს მეშვეობით; თუ ორივე მხარე დათანხმდება ამ წინადადებას ომი დაუყოვნებლივ დასრულდება.
წყარო: 1tv.ge
