– 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არ მაქვს – ეს ძალიან ცუდია

2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არ მაქვს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს სამხრეთ კორეაში ჩასვლამდე განუცხადა.
„თუ კონსტიტუციას წაიკითხავთ, იქ ყველაფერი ნათელია. კენჭისყრის უფლება არ მაქვს. ეს ძალიან ცუდია. წაკითხულიდან გამომდინარე, კენჭისყრის უფლება არ მაქვს. ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის კომენტარს -ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „პრეზიდენტს კონსტიტუციური შეზღუდვების შესახებ ესაუბრა და ამის გზა არ არსებობს“.
„კონსტიტუციის 22-ე შესწორება მესამე ვადით კენჭისყრას კრძალავს. კონსტიტუციის შესწორების გზას ვერ ვხედავ, რადგან ამისთვის დაახლოებით 10 წელი იქნება საჭირო“, – აღნიშნა ჯონსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?