დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენზე – მან რუსებს ყველაფერი მისცა, უკრაინის ჩათვლით – ის პუტინის მარიონეტი იყო

-ის ყოფილი პრეზიდენტი, კონგრესში პრეზიდენტ ს გამოსვლას ეხმაურება და მას ს პრეზიდენტის, ს მარიონეტად მოიხსენიებს.
„მან თქვა, რომ მე ქედს ვიხრი რუსეთის ლიდერის წინაშე. მან მათ ყველაფერი მისცა, უკრაინის ჩათვლით. მე წავართვი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ – მან აჩუქა! ის პუტინის, სი ძინპინის და პრაქტიკულად ყველა სხვა ლიდერის მარიონეტი იყო!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
მისი თქმით, ჯო ბაიდენის სიტყვა სავსე იყო სიცრუით, თუმცა ამერიკელი ხალხი ამას ხვდება და თავის აზრს 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს დააფიქსირებს.
„მოეწონება თუ არა ამის აღიარება ყალბი ამბების მედიას, ამ გამოსვლაში იყო უზარმაზარი არასწორი ინფორმაცია და ტყუილი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ხალხი ამას ხვდება და იცის, რომ 5 ნოემბერი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ერის ისტორიაში!“ – აცხადებს ტრამპი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატო-ს ქვეყნებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას სახიფათო და მიუღებელი უწოდა. „ჩემი წინამორბედი, ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ეუბნება პუტინს: “რა ჯანდაბაც გინდა, გააკეთე” – ეს ციტატაა. ყოფილმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად თქვა, რომ ქედს უხრის რუსეთის ლიდერს. ვფიქრობ, ეს არის აღმაშფოთებელი, საშიში და მიუღებელი”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.