– ჩინეთი ამერიკული ენერგორესურსების შეძენას დაიწყებს

ჩინეთი ამერიკული ენერგორესურსების შეძენას დაიწყებს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ნამდვილად შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. ჩვენ ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ხოლო ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტასთან ძალიან ახლოს ვართ. ასევე, ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტი სის მიერ გაცემული ნებართვით, ჩინეთი დიდი რაოდენობით სოიოსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენას დაიწყებს“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
დონალდ ტრამპის ცნობით, ჩინეთი ფენტანილის კრიზისის დასასრულებლად -თან ერთად იმუშავებს.
„ჩინეთი დათანხმდა, რომ იშვიათი მინერალების, მაგნიტებისა და სხვა პროდუქტების შემოტანას ღიად და თავისუფლად გააგრძელებს. ასევე, ჩინეთმა განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში ფენტანილის შემოდინების შესაჩერებლად ჩვენთან ერთად იმუშავებს“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, „ჩინეთი დათანხმდა, რომ ამერიკული ენერგორესურსების შეძენის პროცესს დაიწყებს“.
„შესაძლოა, ალასკადან ნავთობისა და გაზის შეძენის შესახებ მასშტაბური შეთანხმება მოხდეს. ჩვენი გუნდები მსგავსი შეთანხმების შემუშავების შესახებ შეხვედრას გამართავენ. დღეს მიღწეული შეთანხმებები მილიონობით ამერიკელს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას მოუტანს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?