– ჩვენ გვაქვს საკმარისი ბირთვული იარაღი, რომ მსოფლიო 150-ჯერ ავაფეთქოთ

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ქვეყანას საკმარისი ბირთვული იარაღი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიო 150-ჯერ ააფეთქოს და არ სურს, შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანა იყოს, რომელიც ბირთვულ იარაღს არ ცდის.
„გვაქვს უფრო მეტი ბირთვული იარაღი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას. მეორე ადგილზეა. ჩინეთი – მესამეზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ რამე დენუკლეარიზაციასთან დაკავშირებით. დენუკლეარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“, – აღნიშნა ტრამპმა CBS News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ეს საკითხი განიხილა როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ასევე ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან.
„გვაქვს საკმარისი ბირთვული იარაღი, რომ მსოფლიო 150-ჯერ ავაფეთქოთ. რუსეთს ბევრი ბირთვული იარაღი აქვს და ჩინეთსაც ექნება ბევრი. მათ აქვთ გარკვეული რაოდენობა. მათ აქვთ საკმაოდ ბევრი“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?