დონალდ ტრამპი – ჩემი პრიორიტეტია კონფლიქტების დასრულება და არა მათი დაწყება, მაგრამ არასდროს მოვერიდები ძალის გამოყენებას, თუ ეს აუცილებელია -ის ან ჩვენი პარტნიორების დასაცავად

როგორც პრეზიდენტის, ჩემი პრიორიტეტია კონფლიქტების დასრულება და არა მათი დაწყება, მაგრამ მე არასდროს მოვერიდები ძალის გამოყენებას, თუ ეს აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატების ან ჩვენი პარტნიორების დასაცავად, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კატარში, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე ვიზიტის დროს განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ჯარისკაცების მადლობა გადაუხადა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ძალების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„როდესაც საფრთხე გვემუქრება, ამერიკის სამხედროები ჩვენს მტრებს უპასუხებენ ამაზე ფიქრის გარეშე. ჩვენ გვაქვს დაუძლეველი და დამანგრეველი ძალა. ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზა ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ომების დროს მთავარი საწვრთნელი ბაზა იყო, სადაც ამჟამად დაახლოებით 8 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი