– „შეთანხმებას“ ვერ მივაღწევდით B-2-ების პილოტების გარეშე – ამ იდეალურმა „დარტყმამ“ ყველა გააერთიანა და შეთანხმება შედგა

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა B-2-ების პილოტების ნიჭისა და გამბედაობის გარეშე.
„დღევანდელ „შეთანხმებას“ ვერ მივაღწევდით ჩვენი შესანიშნავი B-2-ების პილოტების ნიჭისა და გამბედაობის და ამ ოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ადამიანის გარეშე. გარკვეული და ძალიან ირონიული გზით, გვიან საღამოს ამ იდეალურმა „დარტყმამ“ ყველა გააერთიანა და შეთანხმება შედგა!!!“- წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ში.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია. მისი თქმით, და ირანი თითქმის ერთდროულად დაუკავშირდნენ მას ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა