– შევხვდები პრეზიდენტ პუტინს – უკრაინისა და რუსეთის ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს როგორც კი მოლაპარაკებები დაიწყება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„შევხვდები პრეზიდენტ პუტინს. ეს მზადდება”, – განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.
“ვეცდებით, ეს რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. მოგეხსენებათ, უკრაინისა და რუსეთის ომი არასოდეს უნდა დაწყებულიყო“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კონფლიქტის დასრულების შეთანხმება სურს.
მანამდე, მარკო რუბიომ, რომელიც -ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას დაიკავებს, განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების ვადებს ვერ დაასახელებს, თუმცა, მისი თქმით, ორივე მხარეს მოუწევს რაღაცის დათმობა, რაც კონფლიქტის მოგვარების პროცესის ბუნებრივი ნაწილია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს