დონალდ ტრამპი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე – რუსეთმა ხუთი თუ ექვსი პირობა დაასახელა – ჩვენ ყველა მათგანს განვიხილავთ

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მისი ადმინისტრაცია განიხილავს იმ მოთხოვნებს, რაც რუსეთმა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების სანაცვლოდ წამოაყენა.
„ჩვენ ახლა ყველა მათგანზე ვფიქრობთ. არის ხუთი თუ ექვსი პირობა. ჩვენ ყველა მათგანს განვიხილავთ“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, გუშინ კრემლმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნას ითხოვენ. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ “შეერთებული შტატები და შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის არგამოყენებაზე, და სამხედრო მიზნებისთვის კომერციული გემების გამოყენების აღკვეთაზე”.