დონალდ ტრამპი – ყალბი ამბების CNN-ი და წარუმატებელი New York Times-ი გაერთიანდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო დარტყმის დაკნინების მცდელობაში – ირანში ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურებულია

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ -ის დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები არ განადგურებულა, არასწორია.
„ყალბი ამბების CNN-ი და წარუმატებელი New York Times-ი გაერთიანდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო დარტყმის დაკნინების მცდელობაში. ირანში ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურებულია! საზოგადოება აკრიტიკებს როგორც Times-ს, ასევე CNN-ს!“, – წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მანამდე, რამდენიმე მედია საშუალებამ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვის წინასწარი შეფასებით, გასულ შაბათ-კვირას ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის დარტყმებს ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და მხოლოდ რამდენიმე თვით დახია უკან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება