– უკრაინის „ხელმძღვანელობას“ ჩვენი ძალისხმევისთვის მადლიერება არ გამოუხატავს და ევროპა რუსეთიდან ნავთობის ყიდვას აგრძელებს – ეს ომი -ისა და უკრაინის ძლიერი და შესაფერისი ხელმძღვანელობის პირობებში არასდროს მოხდებოდა

უკრაინის „ხელმძღვანელობას“ ჩვენი ძალისხმევისთვის მადლიერება საერთოდ არ გამოუხატავს და ევროპა რუსეთიდან ნავთობის ყიდვას აგრძელებს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ძალადობრივი და საშინელია, რომელიც აშშ-ისა და უკრაინის ძლიერი და შესაფერისი ხელმძღვანელობის პირობებში არასდროს მოხდებოდა. ეს იქამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, ვიდრე მე თანამდებობას მეორე ვადით დავიკავებდი, მძინარე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. 2020 წლის რომ არ გაყალბებულიყო, -რუსეთის ომი არ მოხდებოდა. პუტინი თავდასხმას არასდროს განახორციელებდა“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, „მემკვიდრეობით მიიღო ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო“.
„ომი, რომელიც ყველასთვის წამგებიანია, განსაკუთრებით მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც უაზროდ დაიხოცნენ. აშშ ნატო-სთვის დიდი რაოდენობით იარაღის მიყიდვას აგრძელებს, რათა უკრაინაში განაწილდეს (თაღლითმა ჯომ ყველაფერი უფასოდ გასცა, მათ შორის „ბევრი“ ფული!)“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.