უკრაინას მოუწოდებს, პუტინთან შეხვედრას დათანხმდეს, რათა განსაზღვროს, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, რის შემდეგაც ევროპელი ლიდერები და შესაბამისად იმოქმედებენ

აშშ-ის პრეზიდენტი, უკრაინას მოუწოდებს, დათანხმდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებას თურქეთში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება, არამედ ხუთშაბათს, თურქეთში შეხვედრა სურს, რათა სისხლისღვრის შესაძლო დასრულებაზე მოლაპარაკება მოხდეს. ამას დაუყოვნებლივ უნდა დაეთანხმოს. ყოველ შემთხვევაში, მათ შეეძლებათ განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, ხოლო თუ ეს ასე არ არის, ევროპელ ლიდერებს და -ს ეცოდინებათ, რა ხდება და შესაბამისად იმოქმედებენ! მეეჭვება, რომ შეთანხმებას დადებს პუტინთან, რომელიც ძალიან დაკავებულია მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების აღნიშვნით, რომლის მოგებაც (თითქმისაც არ იქნებოდა!) ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. შეხვედრა ახლავე ჩაატარეთ!!!”, – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის