უკრაინას – არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ეს ომი

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საუდის არაბეთში შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა ძალიან კარგი იყო.
„შეხვედრა ძალიან კარგი იყო. რუსეთს რაღაცის გაკეთება სურს, უნდა ბარბაროსობის შეჩერება. ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მან განაცხადა, რომ უკრაინას არასდროს უნდა დაეწყო ომი.
”ვფიქრობ, რომ მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი. დღეს გავიგონე: „აჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“. კარგი, სამი წელია იქ ხართ. სამი წლის განმავლობაში უნდა დაგესრულებინათ. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ის. შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ“, – აღნიშნა ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4 პროცენტამდე დაეცა.
„ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც არ გვქონია უკრაინაში , სადაც ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა, სადაც უკრაინის ლიდერს, ძალიან არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ მისი რეიტინგი ოთხ პროცენტამდე დაეცა“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი