დონალდ ტრამპი „სუპერ სამშაბათზე“- ეს არის დროის წარმოუდგენელი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ

ეს იყო საოცარი ღამე და საოცარი დღე, ეს არის დროის წარმოუდგენელი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, – ასე გამოეხმაურა ე.წ. „სუპერ სამშაბათს“ -ის ყოფილი პრეზიდენტი, .
ტრამპმა მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს, მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერებს სუზი უილსს და კრის ლასივიტას, ასევე მის საარჩევნო შტაბს და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ძალიან გაყოფილი ქვეყანა” გახდა, რომელსაც მალე გააერთიანებს.
„ჩვენ გვყავს დიდი რესპუბლიკური პარტია უზარმაზარი ნიჭით და გვსურს გვქონდეს ერთიანობა და ჩვენ გვექნება ერთიანობა და ეს ძალიან სწრაფად მოხდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ყოფილმა პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მეტოქე, გააკრიტიკა და განაცხადა: „ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ, რადგან არჩევანი არ გვაქვს“.
CNN-ის პროგნოზით, დონალდ ტრამპი ე.წ. „სუპერ სამშაბათის“ კენჭისყრაში მინიმუმ 11 შტატში გაიმარჯვებს. ამ დროისთვის, ტრამპის მეტოქე, ნიკი ჰეილი “რესპუბლიკელების“ პრაიმერიზში მხოლოდ ვერმონტში ლიდერობს.

ასევე დაგაინტერესებთ