დონალდ ტრამპი სი ძინპინს ხვდება

დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკების დაწყებამდე დონალდ ტრამპმა სი ძინპინს უწოდა მეგობარი და დიდი ქვეყნის დიდი ლიდერი და განაცხადა, რომ ძალიან წარმატებულ შეხვედრას მოელის.
სი ძინპინის განცხადებით და ჩინეთი, მსოფლიოს ორი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, მეგობრები და პარტნიორები უნდა იყვნენ.
დღევანდელი მოლაპარაკების ძირითადი საკითხი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ სფეროში არსებული პრობლემებია. საუბარი იქნება ჩინეთის როლზეც უკრაინაში ომის დასასრულებლად.
შეერთებული შტატების და ჩინეთის ლიდერების მოლაპარაკებაში მონაწილეობენ ორი ქვეყნის მთავრობათა წარმომადგენლებიც. მათ შორის -ის სახელმწიფო მდივანი და ფინანსთა და ვაჭრობის მინისტრები და ჩინეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრები.
სი ძინპინთან დღევანდელი შეხვედრის წინ დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დაავალა ბირთვული იარაღის გამოცდის დაუყოვნებლივ დაწყება.
ტრამპმა მიზეზად დაასახელა სხვა ქვეყნების მიერ ბირთვული პროგრამების გამოცდა და და ჩინეთი ახსენა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?