– სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხი ძალიან ინტენსიურად განიხილა.
მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ, იმის სანახავად, შეძლებენ თუ არა ამ ომის დასრულებას.
„სი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე. ბევრი მეტი არაფრის გაკეთება შეგვიძლია“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ.
„საერთო ჯამში, ნულიდან 10-მდე შკალის მიხედვით, სადაც 10 საუკეთესოა, ვიტყოდი, რომ შეხვედრა 12-ზე იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, რომ მთელი ურთიერთობა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეს მართლაც კარგი იყო“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?