დონალდ ტრამპი – როცა საქმე -ს დაცვას ეხება, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით – ჩვენი მსგავსი არმია არ არსებობს, ჩვენი მსგავსი იარაღი არავის აქვს

როდესაც საქმე -ს დაცვას ეხება, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იოკოსუკაში, აშშ-ის საზღვაო ბაზაზე ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„წინა ადმინისტრაციებისგან განსხვავებით, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით. როდესაც საქმე აშშ-ს დაცვას ეხება, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით. ჩვენს ქვეყანას ყველა საჭირო საშუალებით დავიცავთ და ეს, როგორც წესი, პოლიტკორექტული გზა არ არის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, „აშშ-ს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები ჰყავს“.
„ჩვენი მსგავსი არმია არ არსებობს. ჩვენი მსგავსი იარაღი არავის აქვს და ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით, ვიდრე ოდესმე“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.