– რვა ომი შევაჩერე, ვამბობდი: „თუ ბრძოლას არ შეწყვეტთ, თქვენს ორივე ქვეყანას ტარიფებს დავუწესებ – პუტინთან სხვაგვარად მოვიქეცი

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან მსოფლიოში რვა ომი დაასრულა და ერთადერთი ომი, რომელთან დაკავშირებითაც, ჯერჯერობით, წარმატებას ვერ მიაღწია, რუსეთ-უკრაინის ომია.
„რვა ომი შევაჩერე. ერთადერთი, რომელშიც ჯერ ვერ მივაღწიე წარმატებას და – და ეს მოხდება – არის რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც, ვფიქრობდი, ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს“, – აღნიშნა ტრაპმა.
მისი თქმით, ომები ტარიფების დახმარებით შეაჩერა.
„იცით, როგორ შევაჩერე ისინი? ბევრ შემთხვევაში, შემთხვევათა 60%-ში ვამბობდი: „თუ ბრძოლას არ შეწყვეტთ, თქვენს ორივე ქვეყანას ტარიფებს დავუწესებ და ვერ შეძლებთ შეერთებულ შტატებთან ბიზნესის კეთებას“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მეთოდი პუტინთან არ მუშაობს და მას სხვა მიდგომის გამოყენება დასჭირდა.
„მასთან სხვაგვარად მოვიქეცი, რადგან რუსეთთან დიდ ბიზნესს არ ვაწარმოებთ, იცით? ის არ არის ისეთი, ვინც ჩვენგან ბევრს ყიდულობს, სისულელის გამო. ვფიქრობ, მას სურს ჩვენთან შემოსვლა და ვაჭრობა და რუსეთისთვის ბევრი ფულის გამომუშავება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, შეუძლა თუ არა მას ომის რამდენიმე თვეში მოგვარება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, დიახ“.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?