დონალდ ტრამპი – პუტინმა, ფაქტობრივად, დიდი კომპლიმენტი მითხრა – მან თქვა, რომ ბევრად ურჩევნია ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვიდრე ტრამპის

-ის ყოფილი პრეზიდენტის, ს განცხადებით, მისთვის კომპლიმენტია ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან იმის თქმა, რომ ურჩევნია არჩევნებში მისმა კონკურენტმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს.
სამხრეთ კაროლინაში, ჩრდილოეთ ჩარლსტონში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის „საოცარ“ საქმეებს გააკეთებს, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, მათ შორის, ძალიან სწრაფად დაასრულებს რუსეთსა და ს შორის ომს.
„რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ფაქტობრივად, დიდი კომპლიმენტი მითხრა. მან თქვა, რომ ბევრად ურჩევნია ს პრეზიდენტობა, ვიდრე ტრამპის. ახლა ეს კომპლიმენტია. უამრავმა ადამიანმა თქვა: “ოჰ, ეს ძალიან ცუდია”. არა, არა, ეს კარგია“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “Россия 1”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისთვის უკეთესი იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვიდრე დონალდ ტრამპის, რადგან ბაიდენი უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადი ადამიანია.