აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც უკრაინას 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.
„პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ ასობით ათასი სიცოცხლე, რომლებიც გადარჩებიან, როდესაც ეს დაუსრულებელი „სისხლისღვრა“, იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და ბევრად უკეთესი მსოფლიო“, – წერს ტრამპი სოციაირ პლატფორმა TruthSocial-ზე.
მისი თქმით, გააგრძელებს მხარეებთან მუშაობას ომის დასრულების საკითხზე.
„გავაგრძელებ ორივე მხარესთან მუშაობას, რათა ეს მოხდეს. აშშ-ს სურს, ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილოს აღმშენებლობასა და ვაჭრობაზე. წინ დიდი კვირა გველოდება!“- წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.
