– პოპულარობის მაძიებელმა ემანუელ მაკრონმა შეცდომით განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტი დავტოვე, რათა ისრაელსა და ირანს შორის „ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმების მიღწევაზე მემუშავა, ეს არასწორია!

ემანუელ მაკრონმა შეცდომით განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტი დავტოვე, რათა ისრაელსა და ირანს შორის „ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმების მიღწევაზე მემუშავა, ეს არასწორია! – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, Truth Social-ზე წერს.
„პოპულარობის მაძიებელმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეცდომით განაცხადა, რომ მე კანადაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტი დავტოვე, რათა ვაშინგტონში დავბრუნებულიყავი და ისრაელსა და ირანს შორის „ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმების მიღწევაზე მემუშავა. არასწორია! მას წარმოდგენა არ აქვს, რატომ მივდივარ ახლა ვაშინგტონში, მაგრამ ამას ნამდვილად არაფერი აქვს საერთო ცეცხლის შეწყვეტასთან. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ არის. განზრახ თუ უნებლიეთ, ემანუელი ყოველთვის ცდება. სიახლეებს თვალყური ადევნეთ!“ – წერს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაგეგმილზე ადრე ტოვებდა და ვაშინგტონში ბრუნდებოდა.
CNN-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო დონალდ ტრამპმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების შტაბს სიტუაციურ ოთახში შეკრება დაავალა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია