დონალდ ტრამპი – პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება არ ექნებათ, მათ გაცილებით უკეთესი საცხოვრებელი ექნებათ – ჩვენ უსაფრთხო დასახლებებს ავაშენებთ

პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება არ ექნებათ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, ექნებათ თუ არა პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორზე კონტროლს დააწესებს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „არა“.
„არა, არ ექნებათ, რადგან მათ გაცილებით უკეთესი საცხოვრებელი ექნებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის აშენების შესახებ ვსაუბრობ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, პალესტინელებისთვის დასახლებების ასაშენებლად ეგვიპტესთან და იორდანიასთან შეთანხმების დადება შეუძლია.
„შეიძლება ხუთი, ექვსი ან ორი იყოს. ჩვენ უსაფრთხო დასახლებებს ავაშენებთ, ცოტა მოშორებით იქიდან, სადაც არიან, სადაც მთელი ეს საფრთხეა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?