, ოფიციალურად მიმართავს რუსეთს და ვლადიმერ პუტინს: დათანხმდით ახლა და შეწყვიტეთ ეს სასაცილო ომი! საქმე მხოლოდ უარესობისკენ წავა

, ოფიციალურად მიმართავს რუსეთს და ვლადიმერ პუტინს: “მე არ ვცდილობ ზიანის მიყენებას რუსეთისთვის. მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან – და ეს, მიუხედავად რადიკალური მემარცხენეების “, , რუსეთი” სიცრუისა. ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი დაგვეხმარა მეორე მსოფლიო ომის მოგებაში, რისთვისაც თითქმის 60 მილიონი სიცოცხლე დაკარგა.
ამის მიუხედავად, მე ვაპირებ გავუკეთო რუსეთს, რომლის ეკონომიკაც კრიზისშია, და პრეზიდენტ პუტინს, ძალიან დიდი სიკეთე. დათანხმდით ახლა და შეწყვიტეთ ეს სასაცილო ომი! საქმე მხოლოდ უარესობისკენ წავა.
თუ “შეთანხმებას” არ გავაფორმებთ, სასწრაფოდ, სხვა გზა არ დამრჩება, გარდა იმისა, რომ რუსეთის მიერ -სა და სხვა მონაწილე ქვეყნებში ექსპორტირებული პროდუქტებისთვის დავაწესო მაღალი გადასახადები, ტარიფები და სანქციები. მოდი, დავასრულოთ ეს ომი, რომელიც ჩემი პრეზიდენტობის დროს არასდროს დაიწყებოდა! ეს შესაძლებელია როგორც მარტივად, ისე რთულად, თუმცა მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. დროა გავაფორმოთ “შეთანხმება”. აღარ უნდა დაიღუპოს მეტი სიცოცხლე!!!”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს