დონალდ ტრამპი – ორი კვირის განმავლობაში გავიგებთ პუტინი სამშვიდობო პროცესში ყალბად არის დაინტერესებული თუ არა, თუ ყალბადაა დაინტერესებული, ცოტა სხვაგვარი პასუხი გვექნება

ორი კვირის განმავლობაში გავიგებთ პუტინი სამშვიდობო პროცესში ყალბად არის დაინტერესებული თუ არა, თუ ყალბადაა დაინტერესებული, ცოტა სხვაგვარი პასუხი გვექნება, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა.
ტრამპმა უარი თქვა იმ ქმედებების გამხელაზე, რომლებიც მან შეიძლება განიხილოს რუსეთის დასასჯელად და განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართ მისი ახალი „მკაცრი ენა“ თავის თავზე საუბრობს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებმა შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებას.
„სიტყვები საკმაოდ ხმამაღალია. ბედნიერები არ ვართ ამ ვითარებით“, – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, სურს თუ არა პუტინს ომის დასრულება, ტრამპმა უპასუხა: „დაახლოებით ორ კვირაში გაგაგებინებთ“.
„გავარკვევთ, ყალბად დაინტერესებულია თუ არა და თუ ყალბად დაინტერესებულია, ცოტა სხვაგვარი პასუხი გვექნება“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში