ნიუ-ჰემფშირში გამართულ პრაიმერისში ლიდერობს

-ის ყოფილი პრეზიდენტი, ნიუ-ჰემფშირის შტატში, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებში – პრაიმერისში – ლიდერობს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების დაახლოებით 44 %-ი და მიღებული შედეგების თანახმად, დონალდ ტრამპს ხმების 54.4%-ი აქვს, მის მეტოქეს, ნიკი ჰეილის კი – 43.9%-ი.
ნიკი ჰეილიმ, რომელიც სამხრეთ კაროლინის შტატის ყოფილი გუბერნატორია, დონალდ ტრამპს პრაიმერისში გამარჯვება მიულოცა, მაგრამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში რჩება.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ აიოვას შტატში გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაში, ე.წ. კოკუსშიც გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!