დონალდ ტრამპი მრავალფეროვნების თანასწორობისა და ინკლუზიის ოფისსა და პროგრამებს აუქმებს

ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანებით, ფედერალური მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის (DEI) ყველა ოფისი და პროგრამა გაუქმდება და ამ მიმართულებით დასაქმებულ ყველა ფედერალურ თანამშრომელს, ოთხშაბათს, 17:00  საათიდან, ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვებენ.

პერსონალის მართვის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი დავალება გაიცა ფედერალური უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომლებმაც უნდა აცნობონ თანამშრომლებს აღნიშნული ცვლილების შესახებ და მიიღონ ზომები, რათა ყველა DEI პროგრამა გაუქმდეს.

პერსონალის მართვის ოფისის მიერ გავრცელებული მემორანდუმის თანახმად, ფედერალური უწყებების ხელმძღვანელებმა 24 იანვრის 17:00 საათამდე უნდა აცნობონ თანამშრომლებს, რომ ისინი ანაზღაურებად შვებულებაში გადიან. ასევე, ხელმძღვანელებს დაევალათ: მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის პროგრამების ყველა მასალის ამოღება; ნებისმიერი მცდელობის გამოვლენა, რომლითაც DEI პროგრამები „დამალვის“ ან „შეფუთვის“ მიზნით კოდირებული ან არაზუსტი ენით იქნება წარმოდგენილი; 31 იანვრამდე თანამშრომლების შემცირებისთვის შესაბამისი გეგმის შემუშავება.

ტრამპის თქმით, მისი ბრძანება მიზნად ისახავს „რადიკალური და უსარგებლო პროგრამების“ დასრულებას, რომლებიც, ფედერალური მთავრობის თითქმის ყველა სფეროში დისკრიმინაციას ახალისებენ.

ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ვინაიდან ბაიდენის ადმინისტრაციის დროს DEI პროგრამები მნიშვნელოვანი რეფორმების ნაწილად ითვლებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა