დონალდ ტრამპი – მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ისრაელს თავს ვერ დაესხმებოდნენ

მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ისინი ისრაელს თავს ვერ დაესხმებოდნენ, – ამის შესახებ -ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის გაფრთხილება, რომ ის ფიქრობს, რომ ჩვენ თავს დაგვესხმებიან, ან მათ თავს დაესხმებიან, ეს საკმაოდ პათეტიკურია. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ისინი ისრაელს თავს ვერ დაესხმებოდნენ, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს არაკომპეტენტური უწოდა და აღნიშნა, რომ შეიძლება ყველაფერი მსოფლიო ომში გადაიზარდოს.
„ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საშიში პერიოდია და ამ საფრთხის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც უკიდურესად არაკომპეტენტურია. შეიძლება რუსეთსა და ს შორის მსოფლიო ომში აღმოჩნდეთ და მთელი ეს ქაოსი ის არის, რაც არასდროს უნდა მომხდარიყო. 7 ოქტომბერი და ის, რაც ისრაელთან დაკავშირებით ხდება შეიძლება მსოფლიო ომით დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა ირანს მოუწოდა, რომ ისრაელზე თავდასხმა არ განახორციელოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!